მოუსმინეთ აუდიო ჩანაწერს: მარსზე მყოფი "ნასას" როვერი მტვრის ქარიშხალში გაეხვა
ხმაურიანი შეხვედრა მარსის ურჩხულთან
Image: Engadget; Futurism / Edited: Future Post |
NASA-ს Perseverance როვერს მარსის შეუსწავლელმა ფენომენმა, მტვრის ქარიშხალმა გადაურა, რა დროსაც როვერის ბორტის კამერის მიკროფონმა პირველად ჩაიწერა წითელი პლანეტის ქარიშხლის ხმა.
ეს თავისთავად ძალიან მაგარია, მაგრამ ჩანაწერი, იმ დროს განხორციელებულ სხვა მონაცემების შეგროვებასთან ერთად, როგორიცაა წნევა და ტემპერატურა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფოტოებზე, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკოლექციო "ნივთები".
სწორედ ეს მონაცემები მეცნიერებს უპრეცედენტო ხედვის შესაძლებლობას აძლევს მარსის ატმოსფეროზე.
გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე შეძლეს "მტვრის ეშმაკის" სიჩქარის გაზომვა და ქარიშხალმა წამში 5.1816 მეტრი განავითარა.
კვლევის მიხედვით, ქარიშხალის სიგანე დაახლოებით 24 მეტრია, ხოლო სიმაღლე მინიმუმ 117 მეტრი.
შესაძლოა ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება საფრთხის შემცველი ყოფილიყო როვერისთვის - და გარკვეულწილად ასეც არის - მაგრამ მარსის თხელი ატმოსფეროს წყალობით, რომელიც დედამიწის ატმოსფეროზე ერთი პროცენტითაც კი არ არის მკვრივი, მორევს დიდი დარტყმა არ მიუყენებია როვერისთვის, შესაძლოა უვნებელიც კი დარჩა ჩვენი "პერსევერანსი" (შეუპოვრობა).
ℹ️ თუ ასტრონომია, ტექნოლოგიები და მეცნიერება გაინტერესებთ, შემოგვიერთდით "ფეისბუქზე", "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე" 💙 "მომავლის პოსტის" პოვნა შეგიძლიათ feedc-ზეც.
ℹ️ თუ ასტრონომია, ტექნოლოგიები და მეცნიერება გაინტერესებთ, შემოგვიერთდით "ფეისბუქზე", "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე" 💙 "მომავლის პოსტის" პოვნა შეგიძლიათ feedc-ზეც.