WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE •

აღმოაჩინეს მაიას უზარმაზარი ცივილიზაცია განვითარებული ინფრასტრუქტურით

მაიას ცივილიზაციის ინფრასტრუქტურა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას

IMAGE: Hansen et al., Ancient Mesoamerica 2022 (CC-BY 4.0)



ჩრდილოეთ გვატემალაში მიაგნეს მაიას მანამდე აღმოუჩენელ ცივილიზაციას, რომელიც შედგება 964 ურთიერთდაკავშირებული დასახლებისგან.
მიმოფანტული ნაკვეთები დაახლოებით 1685 კვადრატულ კილომეტრს (650 კვ.მ) მოიცავს და ერთმანეთთან დაკავშირებულია 177 კილომეტრიანი (110 მილი) უძველესი გზებით.

მკვლევრებმა დასახლების ეს ქსელი საძიებო სისტემის, LiDAR-ის გამოყენებით აღმოაჩინეს, რომელიც ირეკლავს ლაზერულ სიგნალებს ზედაპირებიდან ფარული მახასიათებლებისა და სტრუქტურების გამოსავლენად.

გვატემალაში, Mirador Calakmul-ის კარსტული აუზის (MCKB) თავზე ფრენისას, მკვლევართა გუნდმა გამოიყენა ეს ტექნოლოგია ჯუნგლების მკვრივ ფენებში შესაღწევად და ნიადაგის ქვეშ მოქცეული უძველესი სტრუქტურების გამოსავლენად.
აღმოჩენილი 964 ობიექტი დაჯგუფდა 417 ქალაქად და სოფლად, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთი ცივილიზაციის ნაწილი იყო.

„არქიტექტურული ფორმებისა და ნიმუშების, კერამიკის, სკულპტურული ხელოვნების, არქიტექტურული ნიმუშებისა და კაშხლების გამაერთიანებელი სტრუქტურების თანმიმდევრულობა გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მიუთითებს მაცხოვრებლების ცენტრალიზებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ორგანულ სოლიდარობაზე“, - განმარტავენ ავტორები.

 

ადრე არქეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ მაიას იმპერიის ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე არსებული ეს კუთხე არამჭიდროდ დასახლებული იყო, მაგრამ ახლად აღმოჩენილი ადგილების სირთულე სხვაგვარად მეტყველებს.

„მასიური პლატფორმების, სასახლეების, კაშხლებისა და პირამიდების მშენებლობაში ჩადებული შრომის მასშტაბები, რომლებიც თარიღდება შუა და გვიანი პრეკლასიკური პერიოდით მთელ MCKB-ში, მეტყველებს ათასობით მუშაკის ორგანიზების შესაძლებლობაზე“, - აცხადებენ მკვლევრები.

 

ასეთი ცივილიზაციის ასაშენებლად საჭიროა „კირქვის მაღალკვალიფიციური მწარმოებლები, კირდუღაბი და კარიერის სპეციალისტები, ქვის ტექნიკოსები, არქიტექტორები, ლოჯისტიკისა და სასოფლო-სამეურნეო შესყიდვების სპეციალისტები, სამართალდამცავები და რელიგიური მოღვაწეები, რომლებიც მოქმედებენ პოლიტიკური და იდეოლოგიური ერთგვაროვნების პირობებში“, - განმარტავენ მკვლევრები.

რეგიონში არსებულ მრავალ არქიტექტურულ სიურპრიზს შორის, მკვლევრები ხაზს უსვამენ კაშხლების გასაოცარ ქსელს, როგორც უძველესი მაიას "ერთ-ერთ მთავარ მიღწევას".

საერთო ჯამში, ჯგუფმა გამოავლინა 133,22 კმ (82,8 მილი) გზები, რომლებიც აკავშირებს სხვადასხვა თემებსა და კიდევ 38,23 კმ (23,8 მილი) შიდა კაშხლებს.

ზოგიერთ ადგილას ნაპოვნია დიდი პლატფორმები და პირამიდები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შესაძლოა პოლიტიკური ცენტრების როლს ასრულებდნენ, ხოლო სისტემაში ბურთის თამაშებისთვის განკუთვნილი 30 მოედანი იქნა ნაპოვნი.

მათი თქმით, ამ სატრანსპორტო ქსელების არსებობა საშუალებას აძლევდა ადამიანებს მარტივად გადასულიყვნენ სხვა დასახლებებში, ასევე აადვილებდა კოლექტიურ მუშაობას.



ℹ️ თუ ასტრონომია, ტექნოლოგიები და მეცნიერება გაინტერესებთ, შემოგვიერთდით "ფეისბუქზე", "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე" 💙 "მომავლის პოსტის" პოვნა შეგიძლიათ feedc-ზეც.