WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE •

არის ,,ვეიპინგი’’ ჯანმრთელობისთვის საშიში?

ეს არ არის ის, რაც ცოტა ხნის წინ ვიცოდით - ელექტრო სიგარეტი გულის პირდაპირი მტერია.






გახსოვთ, როდესაც ელექტრო სიგარეტების გულშემატკივრები და ზოგადად ინდუსტრია ამტკიცებდა, რომ ელ.სიგარეტი ბევრად უკეთესი იყო თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი?

ისინი შესაძლოა რეალურ საფრთხეებს სიღრმისეულად ვერ აფასებდნენ, ან უბრალოდ ასე აწყობდათ.
მოკლედ, თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ თქვენს ხელშია და არ ღირს განზრახ ზიანის მიყენება მაშინ, როდესაც თითქმის ყველაფერი ისედაც ჩვენი ჯანმრთელობის წინააღმდეგაა.


ახლახან გახდა ცნობილი ორი კვლევის შედეგების შესახებ, რომელთაგან ერთი ადამიანებზე ჩატარდა, მეორე კი ვირთხებზე.

» „ტრადიციული სიგარეტის კვამლში ათასობით ქიმიური ნივთიერება იქნა გამოვლენილი, რომელთაგან ზოგიერთი ასევე არის ელექტრონული სიგარეტის აეროზოლებშიც, როგორც ძირითადი ინგრედიენტი ან როგორც ქიმიური რეაქციის პროდუქტი გახურების პროცესის დროს“ - ამბობს დოქტორი მეთიუ სპრინგერი.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, გაგვერკვია ელექტრონული სიგარეტის კვამლის ან ორთქლის რომელმა კომპონენტმა შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლძარღვების ეფექტურ ფუნქციონირებას." - დასძინა მან.
ვირთხებზე ჩატარებული კვლევის წყალობით, სპრინგერმა და მისმა გუნდმა გამოავლინა ტრადიციული სიგარეტის ოთხი ტიპის კვამლი და ორი ტიპის აირები და ნახშირბადის ნანონაწილაკები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრო სიგარეტებთან.

მათდა გასაკვირად, აირებსა და ნახშირბადის ნანონაწილაკებს ისეთივე ნეგატიური ეფექტი ჰქონდათ, როგორიც თამბაქოს კვამლს.

მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მასალისგან არის დამზადებული ორივე, ტრადიციული სიგარეტიც და ელექტრო სიგარეტიც, როგორც ჩანს, ერთსა და იმავე ზიანს აყენებს ვირთხების სისხლძარღვებს.

მეორე კვლევა, რომელიც 120 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარდა, ადასტურებს დასკვნას, რომ როგორც "ვეიპინგი", ასევე სიგარეტის მოწევა იწვევს გულის დაავადებებს.
შესაძლოა, კვლევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგი, არის ის, რომ იგი ართულებს თამბაქოს ნაწარმის რეგულირების საქმეს.

შედეგები მიუთითებს, რომ საზიანოა ნივთიერებების ჩასუნთქვის აქტი და არა მხოლოდ ამ პროდუქტებში შემავალი სპეციფიკური ინგრედიენტები.
» ,,მარეგულირებლებისთვის, კლინიცისტებისთვისა და საზოგადოებისთვის იმის გაგებაა მნიშვნელოვანი, რომ "ვეიპინგი" არ არის უსაფრთხო,” - თქვა სპრინგერმა.

ასევე მტკიცდება, რომ ორივე პროდუქტის ერთად გამოყენება შეიძლება ზედმეტად არაჯანსაღი იყოს, ამიტომ, ელ.სიგარეტისა და ტრადიციული სიგარეტის მონაცვლეობით გამოყენება შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის მოხმარება.

 


ℹ️ თუ ასტრონომია, ტექნოლოგიები და მეცნიერება გაინტერესებთ, შემოგვიერთდით "ფეისბუქზე", "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე" 💙 "მომავლის პოსტის" პოვნა შეგიძლიათ feedc-ზეც.