WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE •

ანტიმატერია - საწვავის ყველაზე ძლიერი წყარო



ანტიმატერია საწვავის ყველაზე ძლიერი წყაროა. 
და ეს შეიძლება იყოს სინათლეზე სწრაფი კოსმოსური მოგზაურობის საიდუმლო.

მაგრამ სად ვიშოვოთ სამყაროში ანტიმატერია? 
რამდენად სწრაფად შეუძლია მას კოსმოსური ხომალდის გადაადგილება? 
რატომ მოგვიწევს ბანანის ყუთებით წაღება გალაქტიკათშორის მოგზაურობაში?

მატერიის ყველა ნაწილაკს აქვს ანტიმატერიის თანაბარი და საპირისპირო ნაწილაკი. ნუ, თეორიულად. ამ ანტიმატერიის ნაწილაკებს აქვთ იგივე მასა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკებს. 
მხოლოდ მათ აქვთ განსხვავებული ელექტრული მუხტი და თუ ანტიმატერია ოდესმე შეეხება ჩვეულებრივ მატერიას მოხდება BIG BOOOOOOOM.

ნაწილაკები ერთმანეთს გაანადგურებენ. და ეს განადგურება გამოიმუშავებს ენერგიას. ნაწილაკების ეს განადგურება შეიძლება იყოს დაახლოებით 10 მილიარდჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ქიმიური წვა. ან დაახლოებით, 1000-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ბირთვული დაშლა. ანტიმატერიის ძალა კიდევ უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, მარსამდე მისასვლელად M&M-ის ერთი დრაჟეს, ერთი მეათასედი ანტიმატერიაა საჭირო.

მაშ, ავიღოთ ცოტა ანტიმატერია და გავუდგეთ გზას. მაგრამ მოიცა, სად არის ანტიმატერია?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიზნად ისახავთ უახლოეს ვარსკვლავურ სისტემას, ალფა კენტავრს. თანამედროვე ქიმიური საწვავების წყალობით, ეს მოგზაურობა, დაახლოებით, 30 000 წელს გაგრძელდებოდა. თუმცა, ანტიმატერიით მოძრავი რაკეტის წყალობით, შეგვეძლებოდა სიჩქარის გაზრდა და კოსმოსში 116 მილიონი კმ/სთ სიჩქარით (72 მილიონი მილი საათში) ვიფრენდით.

ან, როგორც ზოგიერთი პერსპექტიული კვლევა ვარაუდობს, ეს შეიძლება იყოს სინათლის სიჩქარის 72%. ამგვარად, ალფა კენტავრამდე მოგზაურობას მხოლოდ ექვსი წელი დასჭირდებოდა. კარგი, რას ველოდებით? თუ მატერია და ანტიმატერიის ნაწილაკები ჩვენს ადრეულ სამყაროში წყვილის სახით შეიქმნა, მათი პოვნა საკმაოდ მარტივი უნდა იყოს, არა? 
აბა, კიდევ ერთხელ დაფიქრდი.

მკვლევრები ცდილობდნენ ეპოვათ ანტიმატერია ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენივე ანტიმატერიის შექმნა გამორიცხულია. მეცნიერები დააკვირდნენ ანტიმატერიის წარმოქმნას CERN-ის ექსპერიმენტებსა და ჭექა-ქუხილის დროს. 
გარდა ამისა, მოიცა, ბანანშიც.

ანტიმატერიის ენერგიის სიმკვრივე იმდენად მაღალია, რომ მის გამოსაყენებლად დიდი ძალისხმება არ დაგვჭირდებოდა. ერთი გრამი (0,04 უნცია) ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც ბირთვული ბომბი. და ხო, ამ რაოდენობის ანტიმატერიის წარმოება ერთ კვადრილონ დოლარზე მეტი დაჯდება. ასე რომ, ამ ფასის გათვალისწინებით, არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ ანტიმატერიის რაოდენობა, რომელიც ჩვენ აქამდე ვაწარმოეთ, არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ავადუღოთ ჭიქა წყალი, რომ აღარაფერი ვთქვათ კოსმოსში მოგზაურობაზე. 

თუ ჩვენ მაინც მოვახერხებთ ამ ანტიმატერიის გამომუშავებას, სხვა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. ჩვეულებრივი მატერია და ანტიმატერია უნდა გაიმიჯნოს, თორემ გაანადგურებენ ერთმანეთს. კოსმოსური ხომალდი აღჭურვილი უნდა იყოს მაგნიტური შესანახი სათავსოებით, რომლებსაც შეუძლიათ ანტიმატერიის ცალკე შენახვა მის გამოყენებამდე.

შემდეგ შეგვიძლია გადავამისამართოთ ანტიმატერიის ნაწილი, რათა წარმოიქმნას ბიძგი. ალტერნატიულად, შეიძლება აიწყოს რაკეტა ელექტრონული ანტინაწილაკებისგან, რომლებსაც პოზიტრონები ეწოდება. უბრალოდ ხომალდი უნდა აღიჭურვოს ენერგიის ისეთი წყაროთი, რომელიც მუდმივად გამოყოფს პოზიტრონებს მისი იზოტოპების დაშლისას, როგორიცაა კრიპტონი. გამოყოფის შემდეგ, ეს პოზიტრონები უფრო ცხელია ვიდრე მზის ბირთვი. Hot as hell...

მაგრამ მოპოვებისას თუ შევძლებდით მათ გრილად შენარჩუნებას, ვიქნებოდით ერთ უსწრაფეს ხომალდზე. დედამიწის გარშემო ერთ წრეს მხოლოდ სამი წამი დასჭირდებოდა. მარსამდე მოგზაურობა კი მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდებოდა. და თუ ოდესმე ამოიწურება კრიპტონის იზოტოპური წყარო, პოზიტრონების სარეზერვო წყარო უახლოეს ხილის თასზე იქნება. დიახ, ეს სიმართლეა - BA-BA-BA-BA-BANANA.

ბანანებში არის ანტიმატერია! იგი შეიცავს მცირე რაოდენობით კალიუმ-40-ს, ბუნებრივ იზოტოპს, დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, კალიუმს. როდესაც ის იშლება, წარმოქმნის ერთ პოზიტრონს დაახლოებით ყოველ 75 წუთში. არ აქვს მნიშვნელობა ანტიმატერიის რომელ წყაროს ავირჩევთ, ყოველთვის იქნება სერიოზული საფრთხეები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

რეაქცია მატერიასა და ანტიმატერიას შორის წარმოქმნის დიდი რაოდენობით მაღალი ენერგიის გამა გამოსხივებას. ეს იქნება უკიდურესად საშიში და შეიძლება დააზიანოს ჩვენი დნმ. ამიტომ, უნდა ვიპოვოთ გზა, რომ დავიცვათ თავი იმისგან, რამაც თითქმის ყველაფერში შეიძლება შეაღწიოს. და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ანტიმატერიის შემცველობა არასოდეს დაირღვევა.

შეიძლება ერთმა ან ორმა ბანანის პოზიტრონმა არ მოგვკლას, მაგრამ რაც უფრო მეტი რეაქცია მოხდება, მით უფრო სავარაუდოა ჩვენი განადგურება. 

მგონი, არ ისურვებდით იყოთ ანტიმატერიის ბომბის შემთხვევით აფეთქებაზე პასუხისმგებელი აქ, დედამიწაზე - არა?



ℹ თუ ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემები გაინტერესებთ, შემოგვიერთდით "ფეისბუქზე", "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე" 💙