WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE •

კოსმოსური აპლიკაციები, რომლებიც უნდა გქონდეთ, თუ ასტრონომიის მოყვარული ხართ



აპლიკაციების, ვებსაიტებისა და პროგრამების სამყარო, რომლებიც ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და ზოგადად მეცნიერების მოყვარულ ადამიანებს გზის გაკვლევაში ეხმარება, მუდმივად იცვლება.
აპპების რიცხვი თანდათან იზრდება, ამიტომ შეიძლება ცოტა რთული მოგეჩვენოთ თქვენივე საჭიროებისთვის შესაფერისი აპლიკაციის არჩევა.

Future Post-ის ამ სტატიაში გაგაცნობთ აპლიკაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ გზის სწორად გაკაფვაში - საწყის ეტაპზე მაინც.

▸Stellarium

როდესაც ასტრონომიით ინტერესდები, ცხადია, გინდა, რომ შენ მაღლა არსებული ულამაზესი წერტილები უფრო ახლოს გაიცნო.
ფიქრობ, შეიძინო შესაბამისი მოწყობილობა (ტელესკოპი, დურბინდი და ა.შ.), რომელიც ამაში დაგეხმარება და შუამავლის როლს იკისრებს შენსა და დედამიწის მიღმა არსებულ სამყაროს შორის.
თუმცა, სანამ ტელესკოპამდე მიხვალ, აუცილებელია, რომ ციური სხეულების შესახებ მცირედი ცოდნა გაგაჩნდეს.
აი, სწორედ აქ, თამაშში ებმება აპლიკაცია, რომელსაც Stellarium-ი ჰქვია.

ეს აპლიკაცია უზრუნველყოფს ცის უკიდურესად ზუსტ მოდელირებას და გარდა იმისა, რომ შეძლებთ ცის რეალურ დროში დანახვას, ასევე შეგიძლიათ გადაინაცვლოთ ღამის ცის რეჟიმზე და ნახოთ, როგორ გამოიყურება იგი თქვენ მიერ არჩეულ დროს.

თანავარსკვლავედების შესწავლა აპლიკაციის შესაძლებლობებიდან ერთ-ერთია.
აპპი გთავაზობთ სურათებს, თუ საიდან მომდინარეობს თანავარსკვლავედების სახელები, მთავარი ვარსკვლავები და ასე შემდეგ.
ასევე აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა გიჩვენოთ თქვენი ლოკაცია მიწისა და ატმოსფეროს გარეშე.
და ბოლოს, აპპი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა ნახოთ, თუ როდის ჩადის და ამოდის კონკრეტული ვარსკვლავი, პლანეტა და სხვა ციური ობიექტი.


Star Walk 2 | 𝙁𝙋-ს რეკომენდაციით

როგორც Stellarium-ის ალტერნატივას, Star Walk 2-ს აქვს თავისი უპირატესობა პირველთან შედარებით. 
ეს არის უფრო ადვილი გამოსაყენებელი და განათლებაზე ორიენტირებული, ვიდრე Stellarium-ი. 
ის უფრო ინტერაქტიული, მსუბუქი დიზაინით გახლავთ და უფრო ადვილი შესასწავლია, ვიდრე Stellarium-ი. 
მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ Stellarium-ი არის უფრო სერიოზული აპლიკაცია დამსახურებული ჯილდოების თანახმად, Star Walk 2 შეიძლება უკეთესი იყოს დამწყებთათვის.

ამ აპლიკაციის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ გიჩვენებთ თუ რომელი ციური სხეულის გამოჩენას უნდა ელოდოთ კონკრეტულ დღეს და გეტყვით, თუ როგორ უნდა შენიშნოთ იგი.

გამოყენება:
აპლიკაციის გადმოწერისა და გახსნის შემდეგ, კალიბრაციისთვის, ტელეფონი დაიჭირეთ ჰორიზონტალურად და უსასრულობის სიმბოლოს შესაბამისად ამოძრავეთ იგი რამდენჯერმე.

შემდეგ, აღმართეთ ტელეფონი ცისკენ (თითქოს ფოტოს იღებთ) და მოძებნეთ სასურველი ობიექტი.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ობიექტის პოვნას, ჩაწერეთ აპლიკაციის საძიებო ველში სახელი და მიმართეთ მობილური ისრის მითითების შესაბამისად.


Space Launch Now

საკმაოდ საინტერესო აპლიკაციაა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე საინფორმაციო მიზნებისთვის.
ამ აპპში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ კოსმოსის ძიების პროცესებს.
ასევე აპპი შეგატყობინებთ მსოფლიოში რაკეტების მიმდინარე გაშვებების შესახებ მსხვილი კომპანიებისა და სააგენტოებისგან.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელ სააგენტოზე გსურთ დაკვირვება და რა ტიპის გაშვებები გაინტერესებთ.


Clear Outside

ახლა მინდა გითხრათ ძალიან სასარგებლო აპლიკაციის შესახებ და თუ თქვენ ამ სტატიიდან ხუთი აპპის თქვენს სმარტფონში დაინსტალირებას გადაწყვეტთ, ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს Clear Outside-ი.
აპლიკაცია დეტალურად გიჩვენებთ თქვენს ლოკაციაზე არსებული ცის მდგომარეობას.
ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საუკეთესო დრო მთვარით დასატკბობად; ცეცხლოვანი ვარსკვლავის - მზის მდგომარეობა ცაზე; ღამე ღრუბლების არსებობის სრული მონაცემები თქვენ ზემოთ (თუ დაგჭირდათ, დღის მონაცემებსაც ნახავთ); ქარის, წვიმისა და ნისლის ალბათობა, მიმართულება და სიხშირე; გარე ტემპერატურა, თუ როგორ იგრძობა იგი რეალურად და ტენიანობა.
ზოგადად, ყველაფერი, რაც შეიძლება ცაზე დაკვირვებისთვის დაგჭირდეთ.


Space And Astronomy News

ეს აპლიკაცია შესაძლოა მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის აუცილებლად დაგაინტერესებთ, რადგან თემებისა და პოსტების არჩევა შეგიძლიათ, რომელთაც ადევნებთ თვალს.
დაგჭირდებათ ინტერნეტთან წვდომაც, თუმცა ეს დიდად არ მოიხმარს მას.


⚠️ iOS (App Store-ს საძიებო ველში ჩაწერეთ აპპის დასახელება.
აპპის აიქონი: მწვანე ფონზე თეთრი რაკეტა)



▸Space Images

კოსმოსური სურათები Nasa-ს ოფიციალური აპლიკაციაა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ სამყაროს ულამაზესი ხედები, ობიექტები.
შეგიძლიათ აირჩიოთ კატეგორიები, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მეტად საინტერესოა, ხოლო ფავორიტი ფოტოები დაამატოთ "რჩეულებში".
მერწმუნეთ, აპლიკაცია ისეთივე საინტერესო და შთამბეჭდავია, როგორც ჟღერს.


რამდენიმე აპლიკაციას კი ბმულებად წარმოგიდგენთ:

Universe

Solar Walk

Sky Map

NightShift

Star Chart

Photopills



მაშ, გადმოწერეთ აპლიკაცია, გადახედეთ მას და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
თუ რამე ხარვეზს აღმოაჩენთ გადმოსაწერ ბმულებში, ან აპლიკაციაში ვერ გაიგნებთ გზას, მომწერეთ ამავე ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩატის მეშვეობით, მე კი ვეცდები დაგეხმაროთ. ✊💙





ℹ თუ ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემები გაინტერესებთ, შემოგვიერთდით "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" 💙