სახლი, რომელშიც სასტიკი მკვლელობა მოხდა, მოჩვენებებზე მონადირე ტურისტებისთვის "ატრაქციონად" გადაიქცა
The Villisca Axe Murder House ვილისკაში (აიოვა), ცნობილი ტურისტული ადგილია.
ეს არის ადგილი, სადაც 1912 წელს საზარელი მკვლელობა მოხდა:
ექვს ბავშვსა და ორ ზრდასრულ ადამიანს თავის ქალა ნაჯახის დარტყმის შედეგად ჰქონდათ განადგურებული - მკვლელი უცნობია.
1994 წელს აღნიშნული სახლი შეისყიდეს, 1912 წლის მდგომარეობას დაუბრუნეს და ტურისტული დანიშნულება მიანიჭეს.
ძველ სახლში მოჩვენებებთან ერთად ერთი ღამის გატარება 428 დოლარი (1450₾) ღირს, სადაც ვიზიტორები საკმაოდ უცნაურ პარანორმალურ გამოცდილებას იღებენ — ნაჯახიანი კაცის მოჩვენება, რომელიც ოთახებში გადაადგილდება, ბავშვის ყვირილი და ა.შ.
2014 წელს, ამ ერთი შეხედვით უბრალო "სასტუმროს ბიზნესმა" ბნელი სახე მიიღო.
37 წლის რობერტ სტეფან ლაურსენი, რაინლანდერიდან (ვისკონსინის შტატი), მეგობრებთან ერთად რეგულარულად სტუმრობდა პარანორმალური მოვლენებით ცნობილ ადგილებს, მათ შორის, ბოლოს ვილისკას სახლსაც ესტუმრა, რა დროსაც თავს ნამდვილი საშინელება გადახდა:
მეგობრებმა რობერტი დაჭრილი იპოვეს. მას მკერდში დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა - ცხადი იყო, რომ თავი თავად რობერტმა დაიზიანა.
მონტგომერის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ ლაურსენმა თვითდაზიანება მიიღო 12 საათსა და 45 წუთზე, რაც დაახლოებით იმავე დროს მიუთითებს, რა დროსაც 1912 წელს სახლში ნაჯახით მკვლელობა დაიწყო.
ლაურსენი მალევე გამოჯანმრთელდა, მაგრამ საჯაროდ ავბედითი დღის შესახებ არ უსაუბრია.
როგორც აღმოჩნდა, სახლის მეპატრონე, მართა ლინისთვის ეს ამბავი უბრალოდ შემაშფოთებელი იყო -

იგი გადაყვანილ იქნა ახლომდებარე საავადმყოფოში, შემდეგ კი ვერტმფრენით კრეიტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ომაჰაში გადაიყვანეს.
მონტგომერის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ ლაურსენმა თვითდაზიანება მიიღო 12 საათსა და 45 წუთზე, რაც დაახლოებით იმავე დროს მიუთითებს, რა დროსაც 1912 წელს სახლში ნაჯახით მკვლელობა დაიწყო.
ლაურსენი მალევე გამოჯანმრთელდა, მაგრამ საჯაროდ ავბედითი დღის შესახებ არ უსაუბრია.
როგორც აღმოჩნდა, სახლის მეპატრონე, მართა ლინისთვის ეს ამბავი უბრალოდ შემაშფოთებელი იყო -
ეს საზარელი სახლი ტურისტული ვიზიტებისა და ღამისთევისთვის დღესაც ღიაა. 😫"ეს არის პიარი, მაგრამ არა ის რეკლამა, როგორიც სასურველი იქნებოდა. არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ თუ აქ მოვლენ მათ რაღაც უბიძგებს მსგავსის ჩადენისკენ".